ირმა ხუნდაძე
საათი
вторник, 25 июня 2019 г.
четверг, 16 июня 2016 г.
суббота, 14 мая 2016 г.
"პროექტებით სწავლება" მე-7 დღე
კვლავ ვიმუშავეთ გეგმის შაბლონზე, ჩავასწორეთ და დავხვეწეთ. ასევე შევადგინეთ შეფასების რუბრკები, კოგნიტური სქემები. განვსაზღვრეთ მოსწავლეთა წინარე ცოდნა და დაწვრილებით გავწერეთ პროექტის მიმდინარეობა.
воскресенье, 8 мая 2016 г.
მე-6 დღის რეფლექსია
მიმაჩნია, რომ დღევანდელი დღე იყო ყველაზე ნაყოფიერი და შრომატევადი, ვინაიდან განვიხილეთ სლაიდშოუები, მივიღეთ სასარგებლო რჩევები და უკუკავშირი ტრენერისგან. ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია შევიძინე ვიდეოფილმების გადმოწერისა და დამუშავების შესახებ, რადგან ამ საკითხებთან დაკავშირებული ტრენინგები არ მქონდა გავლილი. ამის გამო დიდი მადლობა მითხრა გადავუხადო თეონა ლოთიკაშვილს. დაუზარებლად, გულღიად ცდილობს გაგვაგებინოს და აგვიხსნას ყველაფერი, რაც პროექტის წარმატებულად წარმართვისთვის იქნება საჭირო.
სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონში შევავსეთ დიფერენცირებული სწავლებისთვის განკუთვნილი გრაფები. ტრენენრმა გასაგებად აგვიხსა თუ როგორ უნდა ვიმუშაოთ მოსწავლეთა შეფასებისთვის განკუთვნილი ადგილების შევსებაზე, რაც მოგვეცა კიდევაც დავალებად.

суббота, 7 мая 2016 г.
მეხუთე დღე
პროექტებით სწავლების მე-5 დღეს კიდევ ერთხელ განვიხილეთ ბუკლეტები, გავასწორეთ, ტრენერის დახმარებით, წინარე ცოდნასა და მიზნებში არსებული უზუსტობები, პირადად მე 21-ე საუკუნის გამოწვევებში ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენება ჩავამატე.
შემდეგ გვქონდა იმიტირებული სამუშაო -მოსწავლის მიერ მომზადებული პრეზენტაცია. გადმოვწერეთ სურათები, ინფორმაციები და შევინახეთ საავტორო უფლებების საქაღალდეში , ასევე შევავსეთ გამოყენებული ლიტერატურის შაბლონი.

воскресенье, 24 апреля 2016 г.
მე-4 დღის რეფლექსია
"პროექტებით სწავლების" მეოთხე სესია დაიწყო ჩვენ მიერ განსახორციელებელი პროექტის მსვლელობისას გამოსაყენებელი შეკითხვების მოფიქრებით. ამ კითხვებიდან დავახარისხეთ ზოგადი და თემატური კითხვები, ვისაუბრეთ შინაარსობლივი კითხვების შესახებ. ამის შემდეგ დავიხმარეთ "ინტელის" რესურსებში არსებული შესაბამისი მასალა და საბოლოოდ ჩამოვყალიბდით. ბოლოს შევიტანეთ პროექტის გეგმაში.
მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანი იყო ერთმანეთის აზრების მოსმენა და გათვალიწინება.
მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანი იყო ერთმანეთის აზრების მოსმენა და გათვალიწინება.
суббота, 23 апреля 2016 г.
მე-3 დღის რეფლექსია
ტრენინგის "პროექტებით სწავლება" მესამე დღე, მიმაჩნია, რომ იყო ნაყოფიერი, ვინაიდან შევძელი წინა ორი ტრენინგის განმავლობაში მიღებული საინფორმაციო მასალა გამემყარებინა, შემეფასებინა ჩემ მიერ შესრულებული პრაქტიკული აქტივობები. მივიღე სასარგებლო რჩევები ტრენერისა და მონაწილეებისაგან:
* დავასრულე მუშაობა ბუკლეტზე;
* პროექტის გეგმათან დაკავშირებით, მომივიდა იდეები, როგორ შეიძლება შევცვალო აქტივობები, მიზნები და პროექტის სახელწოდებაც კი.
ამავე დღეს ვიმუშავე პროექტის მიზნებსა და ამოცანებზე, აქედან გამომდინარე, დაგეგმილ აქტივობებს. შევუსაბამე საგნობრივი სტანდარტი და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები
ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო საკუთარ ბლოგზე მუშაობა, ვინაიდან მუდმივად მინდოდა ჩემი ნამუშევრები განმეთავსებინა ინტერნეტსივრცეში, რასაც დამოუკიდებლად ვერ ვახერხებდი.
ასევე აღსანიშნავია ის, რომ ტრენერის მიერ მოწოდებული უკუკავშირი იყო დროული, ადეკვატური და იოლად გასაგები.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, მიმაჩნია, ეს დღე მნიშვნელოვანია ჩემი მომავალი სამუშაოს დაგეგმვისათვის.

Подписаться на:
Сообщения (Atom)