საათი

воскресенье, 24 апреля 2016 г.

მე-4 დღის რეფლექსია

   "პროექტებით სწავლების" მეოთხე სესია დაიწყო ჩვენ მიერ განსახორციელებელი პროექტის მსვლელობისას გამოსაყენებელი შეკითხვების მოფიქრებით. ამ კითხვებიდან დავახარისხეთ ზოგადი და თემატური კითხვები, ვისაუბრეთ შინაარსობლივი კითხვების შესახებ. ამის შემდეგ დავიხმარეთ  "ინტელის" რესურსებში არსებული შესაბამისი მასალა და საბოლოოდ ჩამოვყალიბდით.  ბოლოს შევიტანეთ პროექტის გეგმაში.
   მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანი იყო ერთმანეთის აზრების მოსმენა და გათვალიწინება.

суббота, 23 апреля 2016 г.

მე-3 დღის რეფლექსია

    ტრენინგის  "პროექტებით სწავლება"  მესამე დღე, მიმაჩნია, რომ იყო ნაყოფიერი, ვინაიდან შევძელი წინა ორი ტრენინგის განმავლობაში მიღებული საინფორმაციო მასალა გამემყარებინა, შემეფასებინა ჩემ მიერ შესრულებული პრაქტიკული აქტივობები. მივიღე სასარგებლო რჩევები ტრენერისა და მონაწილეებისაგან:
 *  დავასრულე მუშაობა ბუკლეტზე;
 *  პროექტის გეგმათან დაკავშირებით, მომივიდა იდეები, როგორ შეიძლება შევცვალო  აქტივობები, მიზნები და პროექტის სახელწოდებაც კი.
  ამავე დღეს ვიმუშავე პროექტის მიზნებსა და ამოცანებზე, აქედან  გამომდინარე,  დაგეგმილ აქტივობებს.  შევუსაბამე საგნობრივი სტანდარტი და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები
   ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო საკუთარ ბლოგზე მუშაობა, ვინაიდან მუდმივად მინდოდა ჩემი ნამუშევრები განმეთავსებინა ინტერნეტსივრცეში, რასაც დამოუკიდებლად ვერ ვახერხებდი.
  ასევე აღსანიშნავია ის, რომ ტრენერის მიერ მოწოდებული უკუკავშირი იყო დროული, ადეკვატური და იოლად გასაგები.
   ზემოთქმულიდან გამომდინარე, მიმაჩნია, ეს დღე მნიშვნელოვანია ჩემი მომავალი სამუშაოს დაგეგმვისათვის.